პრემიერი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტს ეხმიანება

საქართველო, თბილისი - 12:17 | 03.08.2017
ნანახია: 893

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი ვიზიტი შეაფასა.

მისი აზრით, მსგავსი გადაწყვეტილებები რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობაა.

,,ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ, ემსახურება იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომლის მოწმენიც ჩვენ ვართ. ეს არის საქართველოსთვის ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობა. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში შევძლოთ, რომ რუსეთთან პოლიტიკურად დავარეგულიროთ ჩვენი კონფლიქტი, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა შევარიგოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამ ამოცანის წარმატებით განხორციელებაში არც ერთ ჩვენგანს, პირადად მე, ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ 8 აგვისტოს აფხაზეთს ეწვევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე