პსჟ-ში ნეიმარის ხელფასი წელიწადში 30 მლნ ევრო იქნება

საქართველო, თბილისი - 11:19 | 03.08.2017
ნანახია: 1877

ბრაზილიელი ფორვარდის ნეიმარის ხელფასი ფრანგულ კლუბ „პარი სენ-ჟერმენში“  წელიწადში 30 მლნ ევრო იქნება. როგორც Sky Sport-ი  იუწყება, “ბარსელონამ“ და თავდამსხმელის ახალმა კლუბმა გადასვლის ყველა პირობა უკვე შეათანხმეს.

ცნობილია, რომ შეთანხმება ხუთ წელზეა გათვლილი და მთელი ამ დროის განმავლობაში ნეიმარი 150 მლნ ევროს მიიღებს.

25 წლის თავდამსხმელი პარიზში ხვალ ჩავა. „ბარსელონადან“  პსჟ-ში  ნეიმარის ტრანსფერის თანხა 222  მლნ ევროს შეადგენს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე