თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 11:01 | 03.08.2017
ნანახია: 1170

ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხა ახალგაზრდა კაცი, ქალს აქვს მიყენებული დაზიანება თავის და ხელის არეში, - ამის შესახებ ადვოკატი ნინო ბოლქვაძე წერს.

მისი თქმით, თავდასხმის ფაქტი გუშინ ღამით, თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მისივე თქმით, მომხდარზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ის აქვე აღნიშნავს, რომ თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებულია, ხოლო დაშავებული დაზარალებულად სცნეს და დაკითხეს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი - პატრულის გამოძახების ოქმით დაწყებული, ყველგან არის მითითებული დანაშაულის მოტივი, კერძოდ, გენდერული იდენტობა. ყველაზე მთავარი კი ისაა რომ ყოველივე ეს თავისით გააკეთეს ადვოკატის ჩართულობის გარეშე. აი ასე რომ მუშაბდეს ყველა განყოფილება არ შეიძლება?" - აღნიშნავს ბოლქვაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე