ოკუპირებულ აფხაზეთში აფეთქების შედეგად სამ დაკარგულს ეძებენ

საქართველო, თბილისი - 10:27 | 03.08.2017
ნანახია: 1776

ოკუპირებულ აფხაზეთში გუდაუთაში, სადაც საბრძოლო მასალები აფეთქდა, სამ ადამიანს ეძებენ.

საბრძოლო მასალები აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს საწყობში გუშინ აფეთქდა. დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი, მათგან 27 რუსეთის მოქალაქეა.

ჯერჯერობით უცნობია დაკარგულების ვინაობა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე