გიორგი ცინცაძემ საფრანგეთში გადასვლის შემდეგ პირველი მატჩი წარმატებით ჩაატარა

საქართველო, თბილისი - 12:47 | 23.09.2015
ნანახია: 2169

გიორგი ცინცაძემ საფრანგეთში გადასვლის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფრანგულმა უმაღლესლიგელმა გრაველინმა მიიწვია. ცინცაძე ახალ კლუბში უკვე 1 კვირის წინ გაემგზავრა და პირველ მატჩში მონაწილეობაც მიიღო.

გრაველინი ამხანაგურ მატჩში ორლეანს შეხვდა და 55:77 დამარცხდა. როგორც ფრანგული კლუბის ვებგვერდი იუწყება, ცინცაძე და კლუბის მეორე ახალწვეული უენ მუკუბუ შეთამაშების პროცესში არიან და ეს მატჩი მათ კარგად გამოიყენეს. მუკუბუ 12 ქულით ბომბარდირი გახდა, ხოლო ცინცაძე 6-შედეგიანი გადაცემით - გრაველინელთა საუკეთესო მეპასე.

საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატი ოქტომბერში იწყება. გრაველინელები პირველ ტურში - 2 ოქტომბერს რუანს დაუპირისპირდებიან, თუმცა მანამდე მონაწილეობას მიიღებენ სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში.  დღეს გრაველინი საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში შალონს შეხვდება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე