საქართველოში აბორტების რაოდენობა შემცირდა

საქართველო, თბილისი - 14:58 | 02.08.2017
ნანახია: 2533

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში აბორტების რაოდენობა შემცირდა.

კერძოდ, 2016 წელს 29 600 აბორტი დაფიქსირდა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

აბორტების მაქსიმალური რიცხვი 2012 წელს იყო (39 200), რის შემდეგაც კლება ფიქსირდება. 2013 წელს 37 ათასი აბორტი იყო რეგისტრირებული, 2014 წელს 33 500, 2015 წელს კი 33 400.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით:

  • 15 წლამდე გოგონებში 19 აბორტი დაფიქსირდა
  • 15-19 წლის ასაკში - 932
  • 20-44 წლის ასაკში 28 564
  • 45 და მეტი წლის ქალბატონებში - 126



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე