პუტინის ვიზიტი აფხაზეთში - ,,რუსეთი ცდილობს საქართველოს დაშინებას'' - ჭიაბერაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:01 | 02.08.2017
ნანახია: 1507

,,რუსეთი ცდილობს, რომ დაშინების გზავნილი გამოაგზავნოს საქართველოში და ამას ნიშნავს პუტინის ვიზიტი'' - ასე გამოეხმაურა ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ვლადიმერ პუტინის ვიზიტს.

,,იმისათვის, რომ ამან არ შეაფერხოს ქვეყნის განვითარება, ამისათვის საქართველოს უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელიც არ ატარებს დათმობების პოლიტიკას, არამედ ფოკუსირებულია ეკონომიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, დემოკრატიაზე და სახელმწიფოს აღმშენებლობაზე. სამწუხაროდ, საქართველოს დღეს ჰყავს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია ნებისმიერი ამ მიმართულებით ქვეყნის წინ წაყვანა, რაც სამწუხაროდ ნოყიერ ნიადაგს ქმნის მერე პუტინის ასეთი აგრესიული პოლიტიკისთვის საქართველოში“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე