РБК: პუტინი აგვისტოს ომის წლისთავზე ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავა

საქართველო, თბილისი - 12:46 | 02.08.2017
ნანახია: 1761

აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეკომპანია „РБК საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომოპანიის ცნობით, პუტინი აფხაზეთში დეფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან გამართავს შეხვედრას.

ვლადიმირ პუტინი აფხაზეთს 2009 და 2013 წლებშიც სტუმრობდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე