ბათუმში მამაკაცი დაჭრეს - რა მოხდა კლუბ „სექტორ 26-ში“

საქართველო, თბილისი - 10:10 | 02.08.2017
ნანახია: 1310

ბათუმში, კლუბ „სექტორ 26-ში“ მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან დაჭრილი სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

როგორც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში განმარტავენ, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. იგი საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე