ირაკლი მამალაძე თემურ თათარაშვილის დაკავებაში იღებდა მონაწილეობას - ადვოკატის სკანდალური განცხადება

საქართველო, თბილისი - 18:21 | 01.08.2017
ნანახია: 1561

თბილისის საქალაქო საამართლოში ირაკლი ფირცხალავას ჯვარედინი დაკითხვა დასრულდა.

ჟურნალისტებთან საკმაოდ სკანდალური განცხადებებები გააკეთა დეკანოზის ადვოკატმა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ირაკლი მამალაძე თემურ თათარაშვილის დაკავებაში იღებდა მონაწილეობას.

,,ირაკლი ფირცხალავამ კონკრეტულად გაიხსენა შემთხვევები, თუ რომელ შემთხვევაში იღებდა ირაკლი მამალაძე, როგორც აგენტ-პროვოკატორი მონაწილეობას. უფრო მეტიც, მან კონკრეტული საქმეები დაასახელა, მაგალითად მომღერალ თემურ თათარაშვილის საქმე, რომელშიც ფიგურირებდა როგორც აგენტ-პროვოკატორი და სწორედ მისი მეშვეობით მოხდა მისი დაკავება. ასევე, მან გაიხსენა ჟურნალისტ გიო გაბუნიას საქმე, რომლის დაკავებაც ე.წ. აგენტ-პროვოკატორ ირაკლი მამალაძის მიერ განხორციელდა. უფრო მეტიც, ირაკლი ფირცხალავამ კონკრეტული თანხებიც კი გააჟღერა, თუ რა თანხა მიიღო ამ სამსახურის სანაცვლოდ. მან ძალოვან სტრუქტურაში დასაქმებული იმ პირების სახელი და გვარები დაასახელა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სპეცოპერაციებში. ამ საქმეების გარდა, მან ზოგადად რამდენიმე შემთხვევა გაიხსენა, რომელშიც ის, როგორ აგენტ-პროვოკატორი იღებდა მონაწილეობს. ამ ამბების გაჟღერება პროკურატურისთვის ყველაზე ცუდი რამ იყო, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, სწორედ ამიტომ ახორციელებდნენ მასზე, როგორც მოწმეზე, ზეწოლას", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე