ლარის კურსი

საქართველო, თბილისი - 16:56 | 01.08.2017
ნანახია: 1087

1 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.3952 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3956 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.04 თეთრი შეადგინა.                     

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8285 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8103 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.82 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6802 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.1655 ლარი ეღირება.                                           

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 2 აგვისტოდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე