პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველო, თბილისი - 16:09 | 01.08.2017
ნანახია: 1246

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მოქალაქე დ.ტ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017  წლის 31 ივლისს, ქალაქ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ტ.-მ ძელის საშუალებით, რომელზეც დამაგრებული იყო ლურსმანი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში სასტიკად  სცემა დაბმული ძაღლი. მიყენებულმა დაზიანებებმა ცხოველის სიკვდილი გამოიწვია. 

პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებული დ.ტ.-სთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა და 3000 ლარისოდენობით  გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს  ვადით ერთ წლამდე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე