50 წლის ნიკოლ კიდმანის ცხელი ფოტოსესია (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 15:47 | 01.08.2017
ნანახია: 2457

მსახიობმა ნიკოლ კიდმანმა 50 წლის იუბილე ჟურნალ Love Magazine -თვის თამამი ფოტოსესიით აღნიშნა.

ფოტოები იმდენად ცხელი აღმოჩნდა, რომ თავად ნიკოლმა ინანა კიდეც ამ თანამშრომლობაზე რომ დათანხმდა.

 „ვფიქრობდი, ამ ფოტოსესიაზე მას შემდეგ, რაც ის შედგა, ვფიქრობდი, ეს რა გავაკეთე? მე აზროვნება დავკარგე! რა ფოტოებია? გიჟური“, - განაცხადა მსახიობმა.

ცოტა ხნის წინ კიდმანი უკვე გაშიშვლდა კამერების წინ.

სერიალში „დიდი პატარა ტყუილი“ შეგიძლიათ არაერთი ეროტიკული სცენა იხილოთ მისი მონაწილეობით.

ამ როლისთვის ნიკოლმა „ემის“ პრემიის მეორე ნომინაცია მიიღო.

ვარსკვლავის თაყვანისმცემლები  მისი სილამაზითა და გამბედაობით აღფრთოვანებულები არიან. ჰოლივუდის ყველა ვარსკვლავს როდი შეუძლია ასეთი ბრწყინვალე ფორმებით იტრაბახოს ამ ასაკში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე