ტრამპის ადმინისტრაციისგან საქართველომ დიდი მხარდაჭერა მიიღო - მიხეილ ჯანელიძე

საქართველო, თბილისი - 12:47 | 01.08.2017
ნანახია: 1413

„დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან საქართველომ დიდი მხარდაჭერა მიიღო“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამერიკის ვიცე პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერმინისტრის ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯანელიძის თქმით, აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ევროპული და ნატოში ინტეგრაციის, წევრობის მიმართულებით ძალიან ნათლად დადასტურდა.

„ასევე, დადასტურდა ის პროგრესი, რომელიც ჩვენ  ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მთავრობას აშშ-ის მხარდაჭერის ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ,“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე