ინდოეთში დაიბადა ბავშვი, რომელიც თავისი ძმისგან იყო „ორსულად“

საქართველო, თბილისი - 10:37 | 01.08.2017
ნანახია: 1428

ინდოეთში ექიმებმა ახალშობილის მუცელში ტყუპისცალი ძმის დაუსრულებელი ჩანასახი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

ანომალია ექიმებმა ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოში ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგად აღმოაჩინეს. მათ მშობიარობის შემდეგ კიდევ ერთი გამოკვლვა დაგეგმეს. შედეგად აღმოჩნდა, რომ ახალშობილის მუცელში მისი ტყუპისცალი ძმა იმალებოდა.

გამოცემის ინფორმაციით, ნაყოფი შვიდი სანტიმეტრის სიგრძის იყო და 150 გრამს იწონიდა. მას უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა ტვინი, ხელები და ფეხები.

ექიმებმა პარაზიტი ემბრიონის ამოკვეთა წარმატებით შეძლეს. ახალშობილი და დედამისი თავს კარგად გრძნობენ.

მსგავსი ანომალია „ემბრიონი ემბრიონში“ იშვიათობას წარმოადგენს და ის 500 ათასი ორსულობიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში გვხვდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე