დათუნა მგელაძემ ბათუმზე კლიპი გადაიღო (video)

საქართველო, თბილისი - 16:46 | 31.07.2017
ნანახია: 5041

დათუნა მგელაძემ ახალი კლიპი გადაიღო. ,,ბათუმი'', ასე ჰქვია სიმღერას, რომლიც მუსიკა და ტექსტი ვაჟა ტუღუშს ეკუთვნის. რაც შეეხება კლიპს, მისი რეჟისორი ირაკლი კიკვაძეა.

კლიპის გადაღებები ბათუმში მიმდინარეობდა.

,,ესეც ჩემი კიდევ ერთი ახალი კლიპი იმედია მოგეწონებათ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ ბათუმის მერიას, თაკო ტუღუშს განსაკუთრებული მადლობა იდეის განხორციელებისთვის და გვერდში დგომისთვის , მადლობა ჩემს უსაყვარლეს კომპოზიტორს ვაჟა ტუღუშს. რეჟისორს ირაკლი კიკვაძეს, მსახიობს ანო ზურაშვილს, და ყველას ვინც ამ ხნის განმავლობაში ჩემს გვერდით იყავით ყველას დიდი მადლობა და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი მადლობა თქვენ ჩემო მსმენელებო ეს ყველაფერი მარტო თქვენთვის კეთდება'', - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე