,,ბანდიტი კახა კალაძის უტვინო მესიჯ ბოქსებს იმეორებთ'' - კაკაბაძე ყოფილი მეუღლის შესახებ განცხადებებს პასუხობს

საქართველო, თბილისი - 15:20 | 31.07.2017
ნანახია: 6889

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძისადმი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს, სოციალურ ქსელში ანა დოლიძის ყოფილი მეუღლე, უფლედამცველი და მწერალი ირაკლი კაკაბაძე ეხმაურება:

,,დიდი ხანი ხმას არ ვიღებდი ამ კარიერისტის შესახებ. ახლა ამას ვიტყვი მოკლედ: ლევან, შენ თუ გგონია რომ შენ და შენნაირები სიცარიელეზე მეტნი არიან რამით, ძალიან ცდები. საუბედუროდ, და მე ამაზე ძალიან მწყდება გული, შენ და სხვა მეოცნებე კარიერისტები, სრულ სიცარიელეს წარმოადგენთ, რადგან საკუთარი აზრი არ გაგაჩნიათ და ბანდიტი კახა კალაძის და მისნაირებს სრულიად უტვინო 'მესიჯ ბოქსებს' იმეორებთ.

თქვენი ეგრეთწოდებული 'სპიკერი' ვფიქრობ რომ სერიოზულად კლინიკური შემთხვევაა. ქალს რომ 'ბატონ გიორგის' უწოდებს იმისთვისაც უნდა იყოს მზად რომ ვინმემ 'ქალბატონი შორენა' უწოდოს. პარლამენტის სპიკერი, 'ქალბატონი შორენა' კობახიძე ძალიან სამწუხარო შემთხვევაა ქართულ პოლიტიკაში. მე მის მშობლებს კი ვიცნობ და პატივს ვცემ - და აშკარად ვერ ვცნობ მასში მათს შვილს. ამის მაგივრად მე ვხედავ მხოლოდ ძალაუფლებას მოწყურებულ ზომბს, რომელსაც არანაირად არ ადარდებს ასეულობით ათასობით უკიდურესად ცუდ დღეში ჩავარდნილი საკუთარი ქვეყნის მოქალაქე და რომელიც მხოლოდ საკუთარი კარიერის უშნოდ გაკეთებაზე ზრუნავს. ნუ გგონიათ, რომ ხელისუფლებაში მუდმივად ხართ - და არც ხალხის უმრავლესობას არ აურჩევიხართ.

მე მაგალითად, არც თქვენთვის და არც თქვენი წინამორბედებისთვის ხმა არ მომიცია. და ამ ადგილობრივ არჩევნებზე ყველა სინდისიერი ადამიანი პირდაპირი მნიშვნელობით იომებს თქვენი ყაჩაღი და საქართველოს დამაქცევარი კანდიდატის წინააღმდეგ. ჩემო ლევან, შენ სამწუხაროდ ვერაფრით შეავსებ სიცარიელეს - იმიტომ რომ შენი სახელია სიცარიელე. მე ეს არ მიხარია - მაგრამ შენს უგვანო კარიერიზმს რომ ვუყურებ - ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. იმედია ჭკუას ისწავლი მალე რომ თავი გადაირჩინო", - წერს კაკაბაძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე