წყნეთის ტყე-პარკებში 60 წიწვოვანი და 30 ფოთლოვანი ხე დაირგო

საქართველო, თბილისი - 15:00 | 09.11.2015
ნანახია: 1869

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წყნეთში, ამილახვრის და გურამიშვილის ქუჩების მიმდებარე ტყე-პარკებში ხეების დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა.

ტყე-პარკებში 60 წიწვოვანი და 30 ფოთლოვანი ხე დაირგო. აღნიშნულ ტერიტორიებზე დროთა განმავლობაში გამხმარი და დაავადებული ხეები გამოიხშირა და ტყე-პარკები ხეებით შევსებას საჭიროებდა.

„დღესაც, ისევე, როგორც წინა დღეებში, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გამწვანების ღონისძიებები. მე უშუალოდ წყნეთში ამოვედი და აქ მივიღე მონაწილეობა გამწვანების პროცესში. აქ არა მხოლოდ ნერგები დაირგო, არამედ მოვაწესრიგეთ სათამაშო მოედანი და ჩატარდა სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები. დარჩენილი იყო გამწვანების ღონისძიებები და დღეს ესეც გავაკეთეთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საშემოდგომო რგვებისთვის ვაკის გამგეობამ მერიისგან 1 600-მდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი მიიღო. ვაკე-ბაგების, ნუცუბიძის მიკრო რაიონების, ვაჟა-ფშაველას კვარტლების და წყნეთის საუბნო განყოფილებები ნერგებს მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით შერჩეულ სკვერებში, ქუჩებსა და ეზოებში რგავენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე