კრიშტიანუ რონალდუ „რეალს“ ტოვებს

საქართველო, თბილისი - 12:40 | 23.09.2015
ნანახია: 2424

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ კლუბის დატოვებას აპირებს. 30 წლის სპორტსმენის აგენტი მისთვის ახალ კლუბს ეძებს. კრიშტიანუ რონალდუ „რეალში“ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში თამაშობდა.

ესპანური გაზეთის Don Balon-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი საფრანგეთის „პარი სენ-ჟერმენითა“ და ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედით“ არის დაინტერესებული.

გამოცემა წერს, რომ რონალდუს გადაწყვეტილება უკავშირდება „რეალის“ ხელმძღვანელობის სურვილს შექმნას ახალი კლუბი ვალიელი ნახევარმცველის გარეთ ბეილის გარშემო.

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი „რეალში“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 2009 წელს გადავიდა. ექვსი წლის წინ ესპანურმა კლუბმა ის 96 მლნ ევროდ შეიძინა. ფორვარდის დღევანდელი სატრანსფერო ღირებულება 120 მლნ ევროდ არის შეფასებული. რონალდუს მიმდინარე კონტრაქტი „რეალთან“ 2017-18 წლის სეზონის დასრულებამდეა განსაზღვრული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე