პოლონელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ ფილმს იღებენ

საქართველო, თბილისი - 17:22 | 28.07.2017
ნანახია: 1207

პოლონელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებენ.  დღეს, ისინი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გაეცნენ.  ერთკვირიანი ტურის მანძილზე ჟურნალისტები აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ბათუმის კულტურულ-ისტორიულ ადგილებსა და პროდუქტებს გადაიღებენ. ასევე ეწვევიან ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, დელფინარიუმს, გონიოს ციხესა და მთიან აჭარას, სადაც ფილმის ფინალს გადაიღებენ.

მედიატურის შემადგენლობაში პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომლები იმყოფებიან.  ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით იმყოფებიან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე