დავით გარეჯში სამონასტრო კომპლექსისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 1,5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

საქართველო, თბილისი - 13:06 | 28.07.2017
ნანახია: 1175

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დავით გარეჯში სამონასტრო კომპლექსისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1, 5 მლნ. ლარს აჭარბებს.  

პროექტი ითვალისწინებდა სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადები მოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, წყლის, კანალიზაციისა და ელექტრო მომარაგების ქსელის, ვიზიტორთა ცენტრისა და ავტოსადგომის მოწყობას. პროექტის ფარგლებში, ასევე, განხორციელდა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

პროექტის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ადგილზე  დასაქმებული იყო 30-მდე ადგილობრივი მოსახლე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე