თბილისში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 18:37 | 27.07.2017
ნანახია: 2047

მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ თბილისის და თბილისელების მხარდამჭერით არჩევნები დედაქალაქში დასრულდება პირველივე ტურში, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნებიდან" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ NDI-ს ახლა კვლევებზე საუბრისას განცახადა.

მისი თქმით, ამ კვლევების მიზანია, საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება იმისა, რომ მეორე ტური არის გარდაუვალი. მისივე თქმით, ეს ხდება ამ ორგანიზაციის მიერ მიზანმიმართულად.

,,კვლევები, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ტარდებოდა აბსოლუტურად ყველა იყოცდომილებაში. ეს კვლევები სხვა რამეს უკავშირდება. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება იმისა, რომ მეორე ტური არის გარდაუვალი, ეს ხდება ამ ორგანიზაციის მიერ მიზანმიმართულად, რაც არ არის რეალური და მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ თბილისის და თბილისელების მხარდამჭერით არჩევნები დედაქალაქში დასრულდება პირველივე ტურში“, - განაცხადა კახა კალაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე