,,სააკაშვილს უარი არ უნდა ეთქვა ქვეყანაზე'' - გიორგი მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:27 | 27.07.2017
ნანახია: 1529

ადამიანს, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი უნდა ჰქონოდა საქართველოს მოქალაქეობა და უარი არ უნდა ეთქვა ქვეყანაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს უარი არ უნდა ეთქვა იმ ქვეყანაზე, რომელმაც მას ორჯერ ანდო პირველი პირისა და მთავარსარდლის როლი.

,,იმ დროს, როდესაც ბატონმა სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, მე ვთქვი, რომ ეს იყო ძალიან სამწუხარო, რადგან საქართველოს პრეზიდენტს, ადამიანს, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი უნდა ჰქონოდა საქართველოს მოქალაქეობა და უარი არ უნდა ეთქვა ქვეყანაზე, რომელმაც მას ორჯერ ანდო პირველი პირისა და მთავარსარდლის როლი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე