შემოდგომაზე რადიკალურად სხვა სურათი გვექნება - უდუმაშვილმა NDI-ის კვლევებზე

საქართველო, თბილისი - 16:09 | 27.07.2017
ნანახია: 1438

შემოდგომაზე რადიკალურად სხვა სურათი გვექნება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა NDI-ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქი ბევრი გადაუჭრელი პრობლემის წინაშე დგას.

„ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენი პრობლემაა თბილისში დაგროვილი და გადაუწყვეტელი, რომელსაც ვერ აგვარებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ კვლევებში ის არის, რომ ხელისუფლების რეიტინგი რეკორდულად ეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისელები ითხოვენ ცვლილებებს. შედეგი შემოდგომაზე გაცილებით სხვა იქნება და რადიკალურად სხვა სურათი გვექნება რეიტინგების თვალსაზრისით“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 30% კახი კალაძეს მისცემდა ხმას, 19% - ალეკო ელისაშვილს, 18% კი - ზაალ უდუმაშვილს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე