სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს - იგორ მოსიიჩუკი

საქართველო, თბილისი - 17:13 | 26.07.2017
ნანახია: 1163

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა, თუმცა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. 

უკრაინული მედია „ფეისბუქ“ სტატუსებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

უკრაინის რადას დეპუტატი იგორ მოსიიჩუკი ირწმუნება, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

„ახლახანს დამიდასტურეს, რომ „ქართველ იანუკოვიჩს“ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენეკომ, როგორც იქნა დაიწყო შეცდომების აღიარება. მან სააკაშვილს მოქალაქეობა უკანონოდ მიანიჭა და ახლა თავისი შეცდომების გამოსწორებას ცდილობს“ - წერს vedomosti-ua უკრაინელი დეპუტატის „ფეისბუქ“ სტატუსზე დაყრდნობით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე