ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში საავტომობილო მოძრაობა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება

საქართველო, თბილისი - 17:11 | 26.07.2017
ნანახია: 969

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 92–ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, ელექტრო სისტემის მოწესრიგების მიზნით და გვირაბის შიდა პერიმეტრის დასუფთავების გამო, 2017 წლის 26 და 27 ივლისს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე,  აღნიშნული გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე.

ხოლო, 28 და 29 ივლისს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე,  აღნიშნული გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე