უკრაინის პროკურატურამ ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა მიიღო

საქართველო, თბილისი - 16:15 | 26.07.2017
ნანახია: 1120

უკრაინის პროკურატურამ სასამართლოსგან ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა მიიღო. 

როგორც უკრაინის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიააღნიშნული, გამოძიება ეხება კიევის გზაზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნის უკანონო მშენებლობის ფაქტს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ამჟამად კიევი ყოფილი მერის ადგილსამყოფელი უცნობია. 

სამართალდამცავების თქმით, ის გამოძიებას თავს არიდებს, ამიტომ სასმართლომ მისი დაპატიმრების ნებართვა გასცა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ დანაშაულში ეჭვმიტანილი სხვა პირების დასადგენად გამოძიება გრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე