მაიამი, შანხაი, ახალი ორლეანი, ნოუ-იორკი და მუმბაი შესაძლოა წყალში ჩაიძიროს

საქართველო, თბილისი - 13:14 | 09.11.2015
ნანახია: 5149

მეგაპოლისები მაიამი, შანხაი, ახალი ორლეანი, ნოუ-იორკი და მუმბაი პლანეტაზე ტემპერატურის მომატებასთან დაკავშირებით, შესაძლოა წყალში ჩაიძიროს. შესაბამისი დასკვნა ამერიკის კვლევითი ცენტრის Climate Central-ის მეცნიერებმა გააკეთეს.
როგორც Russia Today ექსპერტების მოხსენებაზე დაყრდნობით წერს, თუ ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს, წყლის ქვეშ აღმოჩნდება 280 მლნ ადამიანი. იმ შემთხვევაში კი თუ პლანეტაზე 4 გრადუსით დათბება, გლობალური კატასტროფა 600 მლნ ადამიანს შეეხება.

კველევაში ნათქვამია, რომ ზღვის დონე 4,7 მ-ით, 2-ჯერ მოიმატებს. მეცნიერები პროგნოზებს დათბობისა და ყინულის დნობის შედეგად ოკეანის წყლების გაზრდის გათვალისწინებით აკეთებენ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ კვლევის ახალი შედეგები პარიზის კლიმატის სამიტზე უმაღლეს დონეზე უნდა განიხილონ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე