მომავალი წლიდან აჭარაში ტურისტებს განსხვავებული მეთოდოლოგიით დაითვლიან

საქართველო, თბილისი - 12:34 | 23.09.2015
ნანახია: 2165

მომავალი წლიდან აჭარაში ტურისტებს განსხვავებული მეთოდოლოგიით დაითვლიან. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი აცხადებს, მოხდება როგორც რეგისტრირებული ასევე არარეგისტრირებულ სასტუმრო ობიექტებისა თუ განთავსების საშუალებების აღწერა და ამის საფუძველზე მოხდება ტურისტების რაოდენობის დათვლა. როგორც ბერძენიშვილი განმარტავს, ახალი მეთდოლოგია უკვე შემუშავებულია.

„გეტყვით, რომ მეთოდოლოგია უკვე შემუშავებულია. ეს ეხება ორ მიმართულებას: ერთია სტატისტიკის წარმოება, ხოლო მეორე ტურისტების კვლევა, ანუ ე.წ. პრეფერენციების შესახებ ინფორმაციის მიღების წარმოება.

სტატისტიკის შემთხვევაში ჩვენს არსებულ ინფორმაციას დაემატება არარეგისტრირებული ობიექტების შესახებ ინფორმაცია. დღეისათვის მიმდინარეობს აღწერა, როგორც რეგისტრირებულ, ასევე არარეგისტრირებულ სასტუმროთა სექტორში. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ საბოლოო სურათს არსებული განთავსების ობიექტებში, რეგისტრირებულში და არარეგისტრირებულში, საწოლების რაოდენობის შესახებ. შესაბამისად 2016 წლიდან ჩვენ უკვე შეგვეძლება სრული სურათის მიღება. მეორეს მხრივ, ტურისტების პრეფენრციების კვლევა გულისხმობს, ჩვენი სამიზნე ბაზრებიდან ჩამოსული ტურისტებიდან მივიღოთ ინფორმაცია ჩვენთან არსებული ტურისტული პროდუქტებისა და ზოგადად მომსახურების დონის შესახებ, რაც საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ ერთის მხრივ ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, ხოლო მეორეს მხრივ მივიღოთ მათგან შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც საბოლოო ჯამში სამომავლო პროერქტების უკეთ დაგეგმის საშუალებას მოგვცემს“,- აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, მიღებული ინფორმაცია სრულად, 100 %-ით ზუსტი ვერ იქნება, მაგრამ ის არსებულ რეალობასთან იქნება მიახლოებული.

 

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე