წაღვერში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენით ცდილობენ

საქართველო, თბილისი - 15:37 | 26.07.2017
ნანახია: 1209

წაღვერში, არჯევანიძის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო. 

შშს-ს ცნობით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა, ამიტომ მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნეს, ტყეში ხანძარი რამდენიმე ათას კვ.მ-ზეა გავრცელებული.

ხანძარი წაღვერის ტერიტორიაზე შერეული ტიპის ტყეს რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე