გიორგი კვირიკაშვილმა სეკულარიზმთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:25 | 26.07.2017
ნანახია: 1031

„პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სეკულარიზმთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და გამგები მას გაიგებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო სეკულარული სახელწმიფოა და სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა სათანადოდ მოწესრიგებულია.

„რაც შეეხება საქართველოს, საქართველო სეკულარული სახელმწიფოა. ეს დადგენილია კონსტიტუციით, კონკორდატით და რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, მან გააკეთა ძალიან მკაფიო და გასაგები განცხადება. გამგები გაიგებს, ვისაც არ უნდა გაგება, ის ვერ გაიგებს ამ ყველაფერს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, გაუგებარია, რა კავშირშია სეკულარიზმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან.

„ევროკავშირში არიან ქვეყნები, სადაც  სეკულარიზმის პრინციპი არაა განმტკიცებული და არასეკულარული სახელწმიფოები მაინც არიან ევროკავშირის წევრები.

საქართველოს აქვს მოქმედი კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის კონსტიტუციური შეთანხმება, რომლითაც არის სათანადოდ მოწესრიგებული სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა. რაც შეეხება ევროკავშირთან სეკულარიზმის დაკავშირებას, ევროკავშირში არის ქვეყნები, სადაც არ არის განმტკიცებული სეკულარიზმის პრინციპი, არასეკულარული სახელმწიფოები მაინც არიან ევროკავშირის წევრები, შესაბამისად, რა კავშირშია სეკულარიზმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან  ეს გაუგებარია“,-აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმასოფელ სნოში, საპატრიარქოს ახალი სასტუმროს გახსნაზე განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია გადაჯაჭვულია და სეკულარიზმი საქართველოში უადგლიოა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე