ზუგდიდში ,,ვივუსის'' ფილიალზე თავდამსხმელი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:39 | 26.07.2017
ნანახია: 1016

ზუგდიდში, კოსტავას 54-ში არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ვივუსი"-ს ფილიალიალზე თავდამსხმელი დაკავებულია.

მისი იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების მასალების გაშიფვრის შემდეგ მოხდა. როგორც ირკვევა, ძარცვისას მას ნიღაბი ჩამოუვარდა და მისი სახე კამერებმა დააფიქსირეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა. თავდამსხმელმა სამი ათასი ლარი წაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე