კვირიკაშვილი: ვისურვებდი შეიქმნას საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას

საქართველო, თბილისი - 13:10 | 09.11.2015
ნანახია: 1643

ვისურვებდი შეიქმნას საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, მთავრობას არ აქვს მიმდინარე სასამართლო პროცესში ჩაერიოს.

„რაც შეეხება მენეჯმენტის საკითხს, არ მაქვს უფლება ამაში ჩავერიო, მაგრამ, ჩემი სურვილი იქნებოდა, ორივე მხრიდან იყოს კონსტრუქციული მიდგომა, რათა მენეჯმენტი იქნას იმ სახით, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას საბჭო, რომელიც სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას უზრუნველყფოს.

„მე მოვისმინე ყოფილი მფლობელების ინფორმაცია, რომ ისინი რაიმე სახის მოლაპარაკებაზე უარს ამბობენ. ვფიქრობ, ეს არ არის კონსტრუქციული დამოკიდებულება. მე ვისურვებდი, რომ ამ გარდამავალ პერიოდში რაიმე სახის პროფესიული ნიშნით, შეიქმნას საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე