გამოკითხულთა 62% საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს - NDI

საქართველო, თბილისი - 11:08 | 26.07.2017
ნანახია: 997

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს. ნატოში გაწევრიანებას მხარს 66% უჭერს. 

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 23%-ის მხარდაჭერა საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას აქვს, არცერთს არ ეთანხმება გამოკითხულთა 8%.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდს მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე