ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ბათუმში გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:12 | 25.07.2017
ნანახია: 1137

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების საქართველოს რეგიონებში გამართვას. კომიტეტისმორიგი სხდომა ხვალ, 26 ივლისს, ბათუმში გაიმართება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულებისთანავე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პრესკონფერენციას გამართავს. შეხვდება აჭარის რეგიონის ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს, პირადად გააცნობს მათ კომიტეტის გადაწყვეტილებას დაინფორმაციას მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომიტეტის სხდომების რეგიონებში გამართვის გადაწყვეტილება საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზეგადასვლასთან დაკავშირებით მიიღო. კომუნიკაციის ამგვარი ფორმა, ხელს შეუწყობს რეგიონების ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის სწორიმოლოდინების ჩამოყალიბებას. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა გასვლითი სხდომები ქუთაისსა და წინანდალში გაიმართა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე