დამატებითი მომსახურებების გაყიდვით ყველაზე მეტი შემოსავალი ევროპაში Wizz Air-სა და Ryanair-ს აქვთ

საქართველო, თბილისი - 15:24 | 25.07.2017
ნანახია: 1328

ზოგიერთი ავიაკომოპანიის დამატებითი მომსახურების ტარიფი ხშირად თავად ავიაბილეთის ფასსაც აჭარბებს. აღნიშნულ დასკვნამდე ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია IdeaWorksCompany-ს ექსპერტები მივიდნენ.

ამ მხრივ ყველაზე მეტი შემოსავალი ამერიკულ „ლოუკოსტერს“ Spirit Airlines-ს აქვს, საუბარია თითქმის 50 %-ზე.

ევროპაში კი დამატებითი მომსახურებების გაყიდვიდან ყველაზე მეტი შემოსავალი Wizz Air-სა და Ryanair-ს უფიქსირდებათ.

დამატებითი მომსახურებების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებით „ლოუკოსტერებს“ არც სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიები არ ჩამორჩებიან. მაგალითად United-ის მგზავრს სერვისები საშუალოდ  43 დოლარი უჯდება, Qantas-ის მგზავრს - 42 დოლარი, Korean Air-სას კი 32 დოლარი.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს ავიაკომპანია  United Airlines-მა დამატებითი სერვისების გაყიდვიდან 6,2 მლრდ დოლარი მიიღო, American Airlines-მა 4,9 მლრდ დოლარი, ხოლო Air France/KLM-მა კი - 2,1 მლრდ დოლარი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე