26 ივლისს, “იმედის დღის” პირდაპირ ეთერში “Elite Model Look Georgia 2017”-ის დაჯილდოება გაიმართება

საქართველო, თბილისი - 18:46 | 24.07.2017
ნანახია: 1450

26 ივლისს, ტელეკომპანია იმედის, გადაცემა “იმედის დღის” პირდაპირ ეთერში  “Elite Model Look Georgia 2017”-ის დაჯილდოება გაიმართება .

17 გოგონა და 13 ვაჟი კონკურსანტი  ბაბილო მიუზიკ ჰოლში, წარსდგებიან ელიტის წარმომადგენელი ქალბატონ ჯენიფერ მეის წინაშე, რომელიც თავად დაასახელებს თითო გამარჯვებულ გოგონას და ვაჟს.

26 ნოემბერს “Elite Model Look Georgia 2017”-ის გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ მილანში დაგეგმილ საერთაშორისო სამომდელო კონკურსის Elite Model Look-ის მსოფლიო ფინალზე.

Elite Model Look -ი გახლავთ N1 პროფესიული სამოდელო კონკურსი მსოფლიოში.

“Elite Model Look Georgia” უკვე  მეთერთმეტედ, წარმატებით ტარდება საქართველოში კომპანია ელიტის ოფიციალური წარმომადგენელის,  სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის  მიერ და მიზნად ისახავს გოგონებსა  და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.

“Elite Model Look Georgia” გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა გახდეთ მსოფლიო მოვლენის მონაწილე და დაიკავოთ საპატიო ადგილი  მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ტოპ მოდელთა შორის, როგორებიც არიან:  ლინდა ევენჯელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა და სხვები.

“Elite Model Look”-ის უნიკალურობა  იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა. ყოვლწლიურად 70 ქვეყნის 800 ქალაქიდან კონკურსში 350 000 გოგონა იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალიზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი  საერთაშორისო სააგენტო “Elite Model Management”-თან და 730 000 ევროს საპრიზო ფონდი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე