შარლიზ ტერონი მამის მკვლელობის დეტალებზე ალაპარაკდა

საქართველო, თბილისი - 12:37 | 24.07.2017
ნანახია: 3775

მსახიობი შარლიზ ტერონი ბოლო დროს ფილმ Atomic Blonde-ს, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა, პოპულარიზაციით არის დაკავებული.

მსახიობი რეგულარულად ესწრება პრეს-კონფერენციებს და ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. თუმცა ტელეწამყვან ჰორვარდ სტერნთან ინტერვიუ ვარსკვლავს იშვიათად სერიოზული და მაქსიმალურად გულახდილი გამოუვიდა.

შარლიზმა გაიხსენა თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი, რომლის დავიწყებასაც  მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა.

საქმე იმაშია, რომ როდესაც მომავალი ვარსკვლავი 15 წლის იყო, საშინელი ტრაგედიის მოწმე გახდა. შარლიზის დედამ ქალიშვილის თვალწინ მამა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

მსახიობმა აღიარა, რომ რამდენიმე ხნის განმავლობაში მომხდარის დამალვას ცდილობდა.

 „უბრალოდ ვთვალთმაქცობდი, არ მინდოდა არავისთან საუბარი. თუ მეკითხებოდნენ,  ვპასუხობდი, რომ მამა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ვის მოუნდება მსგავსი ისტორიის მოყოლა?! გარშემომყოფებმა არ იცოდნენ, როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდათ მსგავს თემაზე, მე კი არ მინდოდა მსხვერპლად მეგრძნო თავი. მრავალი წლის განმავლობაში ამ მდგომარეობას ვებრძოდი, ვიდრე თერაპია არ დავიწყე“, - აღნიშნა შარლიზმა.

მან ასევე აღიარა, რომ მამის ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, მისი ბავშვობა ლაჟვარდოვანი არ ყოფილა. მსახიობის თქმით, მისი ყოველი დღე დამოკიდებული იყო მხოლოდ ერთ ფაქტორზე: დალევდა თუა არა მამამისი ალკოჰოლურ სასმელს.

შარლიზი მომხდარში დედას არ ადანაშაულებს და აღფრთოვანებულია იმით, თუ როგორ მედგრად გადაიტანა დედამისმა ის ხვედრი, რაც მას ბედმა არგუნა.

 „არაჩვეულებრივი დედა მყავს... ის ჩემი შთაგონების წყაროა. დედა არასდროს  გადიოდა თერაპიას. უბრალოდ აღიარა, რომ მოხდა რაღაც უბედურება, რის შემდეგაც არჩევანი გააკეთა დახრჩობასა და ცურვის გაგრძელებას შორის. ვფიქრობ, რომ ორივემ კარგად გადავიტანეთ იმ ღამის შედეგები - ორივეს დღემდე გვაქვს საქმე ჩვენს წასრულთან. მე ვგულისხმობ არამხოლოდ იმას, რაც მაშინ მოხდა“, - განაცხადა მსახიობმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე