დავით ბაქრაძე: მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში ეჭვი არ გაჩნდეს

საქართველო, თბილისი - 12:35 | 09.11.2015
ნანახია: 1662

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში კომენტარი გააკეთა. დავით ბაქრაძის თმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები არ გაჩნდეს. 

„მედია თავისუფლების, სასამართლო დამოუკიდებლობის მხრივ საერთაშორისოდ აღიარებულია ის დიდი ნაბიჯები, რომელიც საქართველომ გადადგა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულმა, ქეისმა, საქმემ ჩრდილი არ მიაყენოს ამ პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით უზრუნველვყოთ საერთაშორისო საზოგადოებაში არ გაჩნდეს ის ეჭვი, რომ ამ პროცესში რამენაირად სახელმწიფო მონაწილეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გამჭვირვალობა, რომ ეს ეჭვები გაქარწყლდეს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე