ოკუპირებულ ცხინვალში ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებული პირი გათავისუფლებულია - გამტაცებლები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:36 | 23.07.2017
ნანახია: 1599

ოკუპირებულ ცხინვალში გატაცებული ადგილობრივი ალექსანდრე ცხოვრებოვი გათავისუფლებულია. გამტაცებლები დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საკუთარი აგარაკიდან ის გუშინ  გაიტაცეს. ცხოვრებოვი სახლიდან მოტყუებით გამოიყვანეს, საკუთარ მანქანაში მუქარით ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით კი ცხოვრებოვი ოჯახს თავად დაუკავშირდა და განაცხადა, რომ გამტაცებლები გამოსასყიდის სახით 2 მილიონ რუბლს ითხოვდნენ და თანხის მისატანი ადგილიც დაუსახელა.

სამძებრო სამუშაოებს ე.წ. სპეცდანიშნულების რაზმი და დეფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა აწარმოებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე