რუსეთი ბრიტანეთისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 12:23 | 09.11.2015
ნანახია: 1743

რუსეთი დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც The Times-ი წერს, რუსეთი საფრთხეების ჩამონათვალში ”ისლამურ სახელმწიფოსთან”, ებოლას ვირუსთან და ევროპაში მიგრანტების მასობრივ ნაკადთან ერთად შეიტანეს. სწორედ ამ სიის საფუძველზე მუშავდება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. დოკუმენტს ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი სავარუდოდ 23 ნოემბერს წარადგენს.

მთავრობის წყაროს განმარტებით, რუსეთი საფრთხეების სიაში უკრაინის მიმართ პოლიტიკის, კალინინგრადში სამხედრო კონტიგენტის გაფართოვებისა და სირიის ოპერაციის გამო მოხვდა.

ის რომ რუსეთიმსოფლიოსთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, 2014 წლის სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც განაცხადა. მან ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან თავის გამოსვლაში ისაუბრა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე