ბათუმის ნავსადგურში გემმა ფეკალური წყლები ჩაღვარა, რისთვისაც კაპიტანი დაჯარიმდა

საქართველო, თბილისი - 11:43 | 09.11.2015
ნანახია: 1726

გარემოსდაცვითი ზედმხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

პანამის დროშით მცურავმა გემმა ბათუმის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა. სამართალდამღღვევს დაეკისრა 65 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა. დაანგარიშებული იქნა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც, რომელიც 8 000 ლარს აღწევს.

პანამის დროშით მცყრავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული ჯარიმისა და ზაინის გადახდის შემდეგ დატოვებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე