გაი რიჩიმ „ალადინისთვის“ მსახიობები შეარჩია

საქართველო, თბილისი - 14:10 | 17.07.2017
ნანახია: 2017

ცოტა ხნის წინ დასავლური მედია წერდა, რომ რეჟისორი გაი რიჩი თავისი ახალი ფილმისთვის „ალადინი“ მსახიობების შერჩევას ვერ ახერხებდა.

და აი, რეჟისორმა ბოლოსდაბოლოს არჩევანი გააკეთა. რამდენიმეთვიანი ღია კასტინგის შემდეგ, მსახიობების ვინაობა დასახელდა.

ალადინის როლი წილად ხვდა მენ მასუდს. ის მონაწილეობდა სერიალში ,,ნიკიტა“.

 

ჟასმინის როლს ნაომი სკოტი შეასრულებს. ეს მსახიობი უკვე დაკავებულია დისნეის რამდენიმე პროეტქში.

 

ჯინის როლში კი უილ სმიტს ვიხილავთ. ეს ბევრისთვის მოულოდნელობა იყო, რადგან კასტინგში მსახიობის მონაწილეობის შესახებ არავინ იცოდა.

ფილმ-მიუზიკლ „ალადინის“ გადაღებები წელს დაიწყება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე