პრემიერი, დატვირთული განრიგიდან გამომდინარე, უშიშროების საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება

საქართველო, თბილისი - 12:20 | 23.09.2015
ნანახია: 2097

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღრიბაშვილი უშიშროების საბჭოს დეღევანდელ სხდომას ვერ დაესწრება. ამის შესახებ ”პრაიმნიუსჯორჯიას” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურის დატვირთული განრიგიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის პოზიციას, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრი წარადგენს.

”საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმირებულია ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგშია შესული. აღნიშნული თემები პრემიერს დეტალურად აქვს განხილული თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან, შესაბამისად, პრემიერის და მინისტრის პოზიციები შეთანხმებულია. მთავრობის მეთაურის დატვირთული განრიგიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის პოზიციას, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრი წარმოადგენს”, - განუცხადეს ”პრაიმნიუსჯორჯიას” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე