თავდაცვის სამინისტრო მორიგ ახალ პროექტს იწყებს

საქართველო, თბილისი - 15:16 | 08.11.2015
ნანახია: 1945

თავდაცვის სამინისტრო მორიგ ახალ პროექტს იწყებს. „ცოცხალი წიგნები ჯარში“ - ასე ჰქვია კულტურულ პროგრამას, რომელიც ჯარისკაცებისა და მწერლების აქტიურ შეხვედრებს ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში საქართველოს თავდაცვისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა მოაწერეს.

დღესვე, სერჟანტთა მომზადების ცენტრს თანამედროვე ქართველი მწერლები და პოეტები ესტუმრნენ და ჯარისკაცებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს. გიორგი არაბულმა, შოთა იათაშვილმა, ბექა ქურხულმა, გაგა ნახუცრიშვილმა, ნიკა ჯორჯანელმა, კატო ჯავახიშვილმა, ზვიად რატიანმა, მარიამ წიკლაურმა, თაკო ფხაკაძემ და ნინია სადღობელაშვილმა ჯარისკაცებს ლექსები და მოთხრობები წაუკითხეს და სამახსოვრო წიგნებიც აჩუქეს. სტუმრების შემდეგ ლექსები ჯარისკაცებმა წაიკითხეს და მწერლებს სხვადასხვა თემაზე შეკითხვები დაუსვეს.
დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. მწერლები მოდიან ჯარისკაცებთან და პირადად უკითხავენ თავიანთ ნაწარმოებებს. ერთი მხრივ, ჯარისკაცებს ეძლევათ შესაძლებლობა, უშუალოდ გაეცნონ ჩვენს მწერლებს, დაუსვან შეკითხვები და, მეორე მხრივ, თავად მწერლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილთან, ჯარისკაცებთან ჰქონდეთ ურთიერთობა,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ.
პროექტიცოცხალი წიგნებიმთელი ქვეყნის მაშტაბით ხორციელდება. ინიციატივის ფარგლებში სპეციალური წიგნის გამოცემაც იგეგმება.

მწერლები სხვადასხვა რეგიონს სტუმრობდნენ. დღეიდან ისინი სამხედრო ნაწილებსაც ხშირად ესტუმრებიან. პროექტის დასრულების შემდეგ კი გამოიცემა წიგნიმწერლის დღიურები,“ - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველმა ქეთევან დუმბაძემ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე