ნაფეტვრების ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენით გარემოს დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 15:08 | 08.11.2015
ნანახია: 1619

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებმა, ნაფეტვრების ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენით გარემოს დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინტენსიური მონიტორინგი მიმდინარეობდა. რის შედეგადაც, გამოვლინდა სამართალდამრღვევი, რომელმაც ნაფეტვრებში დიდი რაოდენობით სამშენებლო ნარჩენი დაყარა. მის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. აღნიშნულმა პირმა დანაშაული განმეორებით ჩაიდინა და ნაფერტვრების ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით კვალვ ინერტული მასალა მიიტანა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება შესაბამის ორგანოებში. შეგახსენებთ, რომ სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისას ფიზიკური პირი ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი კი 1500 ლარის ოდენობით. განმეორებით შემთხვევაში ჯარიმის თანხა ორმაგდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე