22 აგვისტოს, გრიგოლი ლეპსი Black Sea Arena-ზე კონცერტს გამართავს

საქართველო, თბილისი - 15:30 | 14.07.2017
ნანახია: 3158

Berikoni Promotion, 22 აგვისტოს Black Sea Arena-ზე რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის გრიგოლი ლეპსის კონცერტს წარმოგიდგენთ.

მომღერალი საქართველოში 15-კაციანი შემადგენლობით ჩამოდის. კონცერტის ორგანიზატორის განცხადებით, საღამოზე შესრულდება მომღერლის როგორც ძველი, ასევე ახალი სიმღერები.

მათივე თქმით, ლეპსის ბოლო ალბომის ერთგვარი პრეზენტაციაც შედგება.

გრიგოლი ლეფსი Black Sea Arena-ზე პირველად იმღერებს. ის საქართველოში 2014 წელს იმყოფებოდა, სადაც მან სპორტის სასახლეში გამართა კონცერტი.

გრიგორი ლეპსი დაიბადა ქართველის ოჯახში, ქალაქ სოჭში, იმდროისთვის უკვე რუსეთის ფედერაციაში.

ის არის რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი, პრემიების: Шансон года", Золотой Граммофон" და სხვ. ლაურეატია.

ლეპსის სახელს ატარებს მოსკოვში ძვირადღირებული ბარი-კარაოკე Leps Bar, სადაც გრიგოლი ლეპსს წილი აქვს და ხშირად გამოდის საღამოებზე.

23 აგვისტო, დასაწყისი 19:00 საათზე; ბილეთების დაჯავშნა შეგიძლიათ TKT.GE




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე