შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 5 პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველო, თბილისი - 12:04 | 08.11.2015
ნანახია: 1674

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს, დეტექტივების სამმართველოს და ხელვაჩაურის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 5 პირი: საქართველოს ორი მოქალაქე - 1979 წელს დაბადებული მარინა ჯ. და 1990 წელს დაბადებული გიორგი გ, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე - 1983 წელს დაბადებული ჰუსეინ ა, 1971 წელს დაბადებული აზიზ კ. და 1976 წელს დაბადებული მეჰმედ ა. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ბათუმსა და გონიოში, თავიანთი კუთვნილი და დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროებისა და დისკოკლუბების ფართებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებისა და დისკოკლუბების მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე