ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი დახმარებისთვის კულტურის სამინისტროს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 14:27 | 13.07.2017
ნანახია: 1361

ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი დახმარებისთვის კულტურის სამინისტროს მიმართავს. ვახტან კახიძის განცხადებით, მათ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო თანხა არ აქვთ. 

მისივე თქმით, ორი დღის წინ მომხდარი მცირემიწისძვრის შედეგად შენობის შიდა ფასადიც ჩამოიშალა. 

შეგახსენებთ, რომ შენობას შიდა რესტავრაცია 2003 -2010 წლებში ჩაუტარდა. ვახტანგ კახიძის თქმით, გარე ფასადს მხოლოდ კოსმეტიკური რემონტიი ჩაუტარდა.

აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ნაშალი მასალა გამვლელ ქალბატონს დაეცა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე