ადვოკატი სამართალდამცველებს მის ცემაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 11:51 | 08.11.2015
ნანახია: 1662

ადვოკატი სამართალდამცველებს მის ცემაში ადანაშაულებს. გიორგი მდინარაძე, რომელიც ტვინის შერყევით საავადმყოფოშია მოთავსებული აცხადებს, რომ მას ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში პოლიციელები გაუსწორდნენ. ადვოკატის მტკიცებით, ცემის მიზეზი მისი დაცვის ქვეშ მყოფთან დაკავშირებით არჩეული სტრატეგია გახდა - დაკავებული არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს. გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ მის ფიზიკურ შეურაცხყოფაში უშუალოდ განყოფილების უფროსიც მონაწილეობდა. ადვოკატი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებითაც დააკავეს და მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე